|
2016-09-22 15:54:13, 887 ნახვა
პოლიტიკა
ილია წულაია: შშმ პირთა უფლებების რეალიზება „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი პრიორიტეტია
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოქლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია დიღმის მასივში მდებარე ,,პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრს ესტუმრა. ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ემსახურება. იგი მშობლების მიერ შედგენილ მოთხოვნათა პეტიციას გაეცნო და ყველა პუნქტის შესრულებაში თანადგომას დაპირდა. ,,აუცილებელია სრულყოფილი გახდეს შშმ პირების, განსაკუთრებით ბავშვების და მათი მეურვეების სოციალური პაკეტი. ჩვენი გუნდის უპირველესი მიზანი და ამოცანაა პირველ რიგში ბავშვების, დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების , მათი მშობლების , მეურვეების პირობების გაუმჯობესება, გვერდით დგომა და ყველა პირობის შესრულება სრულფასოვანი ცხოვრებისთვის და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.“ - განაცხადა ილია წულაიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)