|
2016-09-22 14:52:50, 920 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: კარგია, რომ ივანიშვილმა "რესპუბლიკელების" საჯარო შეთავაზება გაითვალისწინა და ჩვენთან საუბარი შეწყვიტა
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკელებთან“ საუბარი დაასრულა. "გუშინწინ მე ივანიშვილთან საუბარი დავამთავრე. ვუთხარი, იმედი მაქვს, რომ დაამთავრებ საუბარს. ძალიან კარგი თუ დაამთავრა და გაითვალისწინა საჯარო შეთავაზება. კიდევ ერთხელ ვამბობ, კარგია, რომ ივანიშვილმა გაითვალისწინა "რესპუბლიკელების" საჯარო შეთავაზება და შეწყვიტა ჩვენთან საუბარი", - აღნიშნა ბერძენიშვილმა. დავით ბერძენიშვილმა უკომენტაროდ დატოვა ივანიშვილის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ "რესპუბლიკურ პარტიას“ პინგ-პონგის თამაშის გარდა სხვა საქმე არ აქვს. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "რესპუბლიკური" პარტიის ამომწურავი შეფასება გააკეტა. "მათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავეცი. პინგ-პონგის თამაშის დრო არ მაქვს, "რესპუბლიკურ" პარტიას კი ეტყობა სხვა საქმე არ აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)