|
2016-09-22 12:25:22, 668 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი სოფელ ბაგინეთში სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა
„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში სოფელ ბაგინეთში გარსევანიშვილების ოთხ სულიან ოჯახს ესტუმრა. მაია გარსევანიშვილის განმარტებით, 12 წელია რაც მათი ოჯახი მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფება, მათი ერთადერთი შემოსავალი სოცალური დახმარებაა, რაც თავისთავად საკმარისი არაა. მმართველი გუნდის კანდიდატმა ოჯახის უფროსის პრობლემები მოისმინა და დახმარება აღუთქვა: „აუცილებელია თვითმმართველობამ იზრუნოს ამ ადამიანებზე და გამოუნახოს ფართი სადაც ღამის გათევას შეძლებენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ნორმალური პირობები, რადგან ეზრდებათ შვილები, რომლებმაც უნდა მიიღონ განათლება და გახდნენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები”, - განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ ბაგინეთში სტუმრობისას.
(NS)
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)