|
2016-09-22 10:22:57, 666 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძემ გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში "კონფლიქტების პრევენცია ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვის გზით". საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილი რთული ვითარება. მისი განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ყოველდღიურად ადგილი აქვს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ხელოვნური ბარიერების აღმართის გზით თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლებების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების ხელყოფას, ისევე როგორც მოსახლეობის გატაცების და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფაქტზე, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ მყოფი მოსახლეობის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს. მისი განცხადებით არსებული სურათის გათვალისწინებით აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ მიმართოს ერთიანი ძალისხმევა ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)