|
2016-09-21 18:29:41, 963 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ჭიქაშვილი პუშკინის N21-ში ავარიული სახლების რეკონსტრუქციას და მოსახლეობის დახმარებას ითხოვს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 21 ნომერში მდებარე ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პუშკინის 21 ნომერში დიდი საშიშროება იმისა, რომ საცხოვრებელი სახლები ჩამოინგრეს. მისივე განმარტებით, ხელისუფლება მხოლოდ მინიმალური ქირის გადახდით შემოიფარგლება. „ეს მდგომარეობა ხდება ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 21 ნომერში. გარედან შენობა ფასადურად არის შეღებელი, შიგნით შემოხვალთ და ტრაგედიაა. ამ ტრაგედიას 20 ოჯახი ებრძვის. აქ ყოველ წუთს არის იმის საშიშროება, რომ ეს საცხოვრებელი სახლი ჩამოიქცეს და დაინგრეს. ამ დროს კი, მთავრობა სრულიად უტოპიურ სისულელეში არის გადასული, ხოლო რაიონის გამგებელს და გამგეობას დებილის როლის აქვს. მე ვეკითხები რაიონის გამგებელს, ყველა იმ მაჟორიტარს, ვინც კი დადიოდა და იმყოფებოდა ამ სახლში. ამ ხალხმა რა უნდა ქნას? რა გზებს უნდა მიმართოს? როდემდე უნდა იცხოვრონ საფრთხის ქვეშ? სად წავიდნენ? მხოლოდ ქირის გადახდა სახელმწიფოს როლი არ არის. მაინტერესებს რა პასუხს აგებს სახელმწიფო. ვითომ ვითარდება ქვეყანა, გზები იგენა, მილიონები იხარჯება, შიგნით ამ დროს კი რა ხდება. თქვენ სამწუხაროდ სააკაშვილის ლაქიობა გააგრძელეთ“,-განაცხადა ჭიქაშვილმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)