|
2016-09-21 17:15:41, 708 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: ზოგიერთი პარტია მემორანდუმებითაც შეეცდება, საბოლოო შედეგზე ზეგავლენა მოახდინოს
მე მოვაწერ ყველა მემორანდუმს ხელს, რომელიც თუნდაც ელემენტარულად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, - ამის შესახებ პარტია "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. მეჭიაურის თქმით, მმართველ გუნდს ე.წ მშვიდობის მემორანდუმის არარსებობა ხელს უშლის. "სახელისუფლებო პარტიას აქვს უამრავი ბერკეტი, ყოველგვარი მემორანდუმების გარეშე არ გააუარესოს საარჩევნო გარემო. ის ცუდი კანონმდებლობაც კი, რომელიც ისედაც არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს, თუ არ გააუარესებს, ასე თუ ისე ასატანი გახდება. ხშირ შემთხვევაში იგივე სახელისუფლებო შტოების ზოგიერთი წარმომადგენელი მემორანდუმების გარეშეც და მემორანდუმებითაც შეეცდებიან საბოლოო შედეგზე ზეგავლენა მოახდინონ. ეს არის აღსაკვეთი და არა მემორანდუმები, მაგრამ აღნიშნულ მემორანდუმს მაინც მოვაწერ ხელს. ხელს არ შევუსლი ხელისუფლებას, იმაში, რომ არჩევნები ობიექტურად ჩაატაროს", - განაცხადა მეჭიაურმა. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას აღნიშნულ მემორანდუმთან დაკავშირებით, თამაზ მეჭიაურის შეფასებით, "ენმ"-ის მიერ ჩატარებული არჩევნები „ახლოსაც ვერ მივა, თუნდაც დღევანდელ არაობიექტურ, არაკონკურენტუნარიან არჩევნებთან“. "დღეს არის არაკონკურენტუნარიანი არჩევნები, მაგრამ ეს გარემოც კი 100-ჯერ უფრო ობიექტურია იმასთან შედარებით, რაც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს. მათი მხრიდან მემორანდუმის ნეგატიური შეფასებები უადგილოა", - აღნიშნა მეჭიაურმა. ცნობისთვის, "ექსპრესნიუსთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ე.წ მშვიდობის მემორანდუმს რაიმე ფასეულობა არ გააჩნია და ის მხოლოდ ფასადური ნაბიჯია, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს ხელისუფლებას მშვიდობა სურს. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა: „ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - ნათქვამია მემორანდუმში.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)