15:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 12:05:41, 1836 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა ამბოხთან კავშირში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური დაადანაშაულა

რაჯიპ ტაიფ ერდოღანმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ვოტელმა მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისივე მტკიცებით, ვოტელმა ოფიციალური თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა. 

„იცოდე შენი ადგილი და იცოდე, რას წარმოადგენ! იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაუხადო ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული გზით ჩაახშო აჯანყება, მისი ორგანიზატორების მხარეს იკავებ“, - მიმართა ერდოღანმა ამერიკელ გენერალს.

ამასთან, ამერიკელმა გენერალმა აღნიშნულ ბრალებებს პასუხი უკვე გასცა და აღნიშნა, რომ ამბოხთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. 

"ინფორმაცია, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან მქონდა რაიმე კავშირი, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ჯოზეფ ვოტელმა. 

გარდა ამისა, ერდორანმა დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა. მისივე თქმით, ქვეყნება თურქეთს შესაბამისი სოლიდარობა არ გამოუცხადეს. 

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ის ქვეყნები, რომლებსაც მეამბოხე სამხედროების ბედი უფრო აღელვებთ, ვიდრე თურქეთის დემოკრატია, ანკარას მეგობრები ვერ იქნება.  

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. გადატრიალების მცდელობასთან კავშირში 18 ათასი ეჭვმიტანილი დააკავეს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics