15:56 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-17 17:18:06, 934 ნახვა

პოლიტიკა
Reuters: ევროკომისია EU-ში უკრაინის დაჩქარებულ, თუმცა შეზღუდულ გაწევრიანებას განიხილავს

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირში ლიმიტირებული უფლებებით დაჩქარებულ გაწევრიანებას განიხილავს.

წყაროების მიხედვით, ეს იდეა, რომელიც ადრეულ ეტაპზეა, განიხილება როგორც შესაძლო ჟესტი უკრაინელების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიის ნაწილად ხედავენ.

წყაროების თქმით, 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც აშშ-სა და უკრაინის მიერ შემუშავებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში იყო გაწერილი, ევროკავშირის წევრების ნაწილის აზრით არარეალისტურია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება ამჟამად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და წინ მხოლოდ მაშინ მიიწევს, როდესაც ქვეყანა თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებაში პროგრესს აღწევს.

ასევე, ბლოკში გაწევრიანება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მთავრობებისა და ეროვნული პარლამენტების თანხმობას მოითხოვს. წყაროების თქმით, დაჩქარებული წევრობის იდეა ტრადიციული პროცესის შებრუნებას გულისხმობს, თუმცა შეზღუდული წევრობაც კი ევროკავშირის მთავრობებისა და ეროვნული პარლამენტების თანხმობას კვლავ საჭიროებს.

"უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვიმყოფებით, ვიდრე მაშინ, როდესაც [გაწევრიანების] წესები პირველად შემუშავდა" - განუცხადა ერთ-ერთმა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს.

მისი თქმით, აღნიშნული გეგმის მიხედვით უკრაინა და პოტენციურად სხვა კანდიდატი ქვეყნებიც, ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანდებიან და შემდეგ ხმის მიცემის უფლებებზე ეტაპობრივ წვდომას სრული წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისკენ მათი პროგრესის შესაბამისად მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics