|
2025-10-24 13:15:43, 1105 ნახვა
ეკონომიკა
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ - თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
22 ოქტომბერს, სტამბაში, Breakfast with Deskmates -ის დამსწრეები ამჯერად ხელოვნურმა ინტელექტმა გააერთიანა. D Block-ის დილის შეხვედრების სერია თიბისი ბიზნესისა და Visa-ს მხარდაჭერით, ყოველ მეორე ოთხშაბათს ტარდება. შეხვედრების მიზანი საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანების დაკავშირებაა, საერთო ინტერესებისა და თემების გარშემო. ამჯერად, დისკუსია შეეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას — Agentic AI-ს და მის გავლენას თანამედროვე ბიზნესმოდელებზე. ტექსფეროს წარმომადგენლების გარდა, დამსწრეთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვისთვისაც ეს თემა ახალი იყო. Agentic AI ხელოვნური ინტელექტის სისტემაა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პასუხის გაცემა, არამედ დამოუკიდებლად მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება და მიზნის მიღწევა ადამიანის ჩარევის გარეშე. თუ “ჩვეულებრივი” AI მხოლოდ ინსტრუქციებს ასრულებს, Agentic AI-ს შეუძლია დაგეგმოს, შეაფასოს შედეგები და თვითონ შეცვალოს მოქმედების სტრატეგია. ასეთმა სისტემებმა შეიძლება გარდაქმნას მომხმარებელთა მომსახურება, ფინანსური ოპერაციები, ლოგისტიკა თუ მარკეტინგიც კი. დისკუსიის მოდერატორის, ანტრეპრენერის დავით ციცქიშვილის თქმით, Agentic AI-ს დანერგვის მაჩვენებელი გლობალურად 6 %-ია, თუმცა მომდევნო 5 წელიწადში 40 %-მდე გაიზრდება. ეს კი 50 მილიარდიან ბაზარს ქმნის და იმ კომპანიებს, რომლებიც ადრეულად ჩაერთვებიან, აშკარა უპირატესობას მისცემს. „ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა მუშაობდეთ, თუ არ დაიწყებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, უბრალოდ დაგაგვიანდებათ და თქვენი პროდუქტი არარელევანტური გახდება”, - აღნიშნა დავით ციცქიშვილმა. “ის, რაც არ იცვლება, არის მომხმარებლის მოთხოვნა, მაღალი ხარისხი და ეფექტურობა“, - უთხრა დამსწრეებს ირაკლი მირზიკაშვილმა , BRIANO-ს დამფუძნებელმა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. Briano ქმნის პლატფორმას, რომელიც კომპანიებს ეხმარება მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესის ავტომატიზაციაში ხმოვანი და ტექსტური კომუნიკაციით, მაღალი ხარისხის ე.წ. production-grade აგენტების გამოყენებით. „სამი წლის წინ, როცა ხელოვნური ინტელექტი საცალო ბაზრისთვის გახდა ხელმისაწვდომი მივხვდით რომ არსებული მიდგომები ძალიან მალე აღარ იარსებებდა. ე.წ. touch და click გასული საუკუნის 70-იანი წლების მონაპოვარია და ბოლო 50 წელი ამ ტექნოლოგიაზე იდგა. მას შემდეგ რაც Agentic AI არსებობს, ადვილი მისახვედრია რომ არსებული ყველა ტექნოლოგია უბრალოდ თეთრი გვერდი გახდება და ასეთ პროდუქტს, როგორც მეგობრებს ისე დაველაპარაკებით ჩვეულებრივი ენით“, - აღნიშნა მან. 5 ნოემბერს, ოთხშაბათს, D Block-ის დილის შეხვედრების შემდეგი სერია გაიმართება და საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანები ამჯერად სხვა საინტერესო თემის გარშემო გაერთიანდებიან.
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)