|
2024-11-25 15:12:13, 369 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენი ეროვნული ინტერესი მარტივია - ჩვენ უნდა გავამთლიანოთ სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა
35 წლის წინ საქართველომ საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის პროცესი დაიწყო. მომაკვდავი იმპერიისგან განთავისუფლების გზა თხუთმეტივე რესპუბლიკისთვის განსხვავებული აღმოჩნდა. ზოგი პირველი ჟამის მუშაკი აღმოჩნდა, ზოგი კი მეთერთმეტის. ამ ურთულეს კატაკლიზმს ზოგი უვნებლად დაუძვრა, ზოგი ნანგრევებმა მოიყოლა, ზოგმა კი ზომაზე მეტი ფასი გადაიხადა. საქართველოს თავისუფლების მოპოვების გზა ძვირად დაუჯდა. სწორედ ამიტომ სჭირდება ჩვენს მონაპოვარს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა . როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, წელს ჩვენ ვიზეიმეთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გამოცხადებული დამოუკიდებლობის 33 წლისთავი. ამ ისტორიულ დღეს, რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თავისი უზენაესი ნება განაცხადა, ყოფილიყო დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)