|
2024-11-25 15:09:45, 446 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტს ტოვებენ
„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის შენობას ტოვებენ. საკანონმდებლო ორგანოში აღარ იმყოფება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვება მოქალაქეების პროტესტის ფონზე უწევთ. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობა კვერცხების სროლითა და რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს. მანამდე, საკანონმდებლო ორგანოში XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სესია გაიხსნა, სადაც 150-ვე წევრის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. სხდომაზე ასევე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. პირველ სხდომას არ ესწრებოდა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების არცერთი წარმომადგენელი. სხდომაზე არ იმყოფებოდნენ ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)