|
2024-11-25 00:30:52, 1018 ნახვა
პოლიტიკა
პოლიციამ პარლამენტის ირგვლივ ქუჩები ჩაკეტა, რუსთაველზე ოთხი კარავი გაშალეს - ვიდეო
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები ჩაკეტა - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განლაგებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა და უკანა შესასვლელებთან. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებს შლიან. პარლამენტის წინ ამ დროისთვის, 4 კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეებს კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი აქვთ წყალი, საკვები, „პარალონები“, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები. მანამდე, პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი რესპულიკის მოედნიდან მსვლელობით გადაინაცვლეს. მსვლელობაში, მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური კოალიციების ლიდერებიც მონაწილეობდნენ. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენონ, ხვალ კი, გააპროტესტონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე უნდა დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)