|
2024-11-24 12:49:47, 641 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე - ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებას. როგორც მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, შსს-ს განცხადება „რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ აქციას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და პროტესტის ორგანიზატორები და მონაწილეები გააფრთხილა, რომ „არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ“. შსს-მ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია, უკანონო ქმედების აღსაკვეთად, ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას მიიღებს“. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია შეკრებას 21:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს. რესპუბლიკის მოედნიდან გაიმართება მსვლელობა პარლამენტის სასახლისკენ, სადაც დაგეგმილია კარვების გაშლა. ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)