|
2023-11-20 10:31:16, 895 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთო
ბაზისბანკი, ტრადიციულად, მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს შეუერთდა. წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" ფარგლებში, ბაზისბანკის თანამშრომლებმა, ფოთისა და ქუთაისის სკოლებში მოსწავლეებს დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილები ჩაუტარეს. პრეზენტაციის შემდგომ, სიამოვნებით უპასუხეს პატარების დასმულ შეკითხვებს და დასასრულს მონაწილეები, ბაზისბანკის ბრენდირებული საჩუქრებითა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კომიქსებითაც დაასაჩუქრეს. „ბაზისბანკსა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს შორის პარტნიორობა გრძელდება და წელსაც სიამოვნებით შევუერთდით მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძვნილ აქტივობებს. პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში" მნიშვნელოვანია იმით, რომ ხელს უწყობს ახალ თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა და მნიშვნელოვან რესურსს ვდებთ ამ მიმართულების წასახალისებლად",- აცხადებს თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)