16:34 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-18 10:25:11, 696 ნახვა

საზოგადოება
წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტში, ნაურდლის სარწყავი სისტემის  I, II და III რიგის წყალგამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  

"სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 15 კმ-მდე სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება სოფელ ფშაველის 480 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
პროექტის ღირებულება 6,5 მლნ ლარია. სამუშაოები 2024 წლის მარტში დასრულდება.

სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა  დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დღეის მდგომარეობით, კახეთში 55,1 მლნ ლარის ღირებულების 17 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 6000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვა გახდება შესაძლებელი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics