|
2023-11-17 16:51:53, 637 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - იუსტიციის სახლები 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამისი შესაბამისი საჭიროება იქნება
უპრეცედენტო პროექტი, კერძოდ პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნა, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. იუსტიციის სახლები უკვე გახსნილი არის რუსთავი მე-16, ქალთა ნომერ მე-5 დაწესებულებებში, გლდანის ნომერ მე-8 და ლაითურის დაწესებულებებში, ასევე, გასახსნელად მზადაა და უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი იქნება ქუთაისის ნომერ მე-2 დაწესებულებაში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სახლები 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამისი შესაბამისი საჭიროება იქნება და მსჯავრდადებულებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ 50 სერვისით. მინდობილობებით და პირადობის მოწმობების განახლებით. მინდობილობა ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული სერვისია, იმიტომ რომ ვთქვათ, თუკი რომელიმე პატიმრის შვილს სჭირდება პირობითად საზღვარგარეთ გასვლა ან რამე მსგავსი ტიპის მოქმედების შესრულება, ამისთვის ესაჭიროება ორივე მშობლის მინდობილობა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის მომსახურება არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)