|
2023-11-17 16:27:06, 652 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ახალაიას, უგულავასა და მელიას დაკავება საქართველოს კანონმდებლობის და ევროპული კონვენციის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა
საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ საკითხით სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ის პირები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე ისაუბრა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დაობდნენ. „ისინი სტრასბურგის სასამართლოში ამტკიცებდნენ ერთსა და იმავეს, თითქოს მათი დაკავება პოლიტიკური მიზნებით განხორციელდა. 2022-23 წლებში გადაწყვეტილებები გამოცხადდა ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავასა და ნიკანორ მელიას საქმეებზე. სამივე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება საქართველოს კანონმდებლობის და ევროპული კონვენციის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ჰქონია ადგილი. პასუხი არის მარტივი – საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ საკითხით სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)