|
2023-11-17 14:11:47, 568 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო პროექტები გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ არის ინტეგრირებული დღევანდელი სახელმწიფო საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან
იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო პროექტები გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ არის ინტეგრირებული დღევანდელი სახელმწიფო საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი. „იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ორმხრივი სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკა, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა იურისტებისათვის, გაუზიარონ ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ჰქონდეთ ერთმანეთის შესახებ მეტი ინფორმაცია და მჭიდრო ადამიანური კონტაქტები. მათში მონაწილეობენ სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატურის და, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)