17:39 - 07 Jul, 2026
|
2023-11-15 21:26:13, 784 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეოს მინისტრი - ღაზაში ჩაგრული ხალხის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, აშშ თელ-ავივში ყველა სახის იარაღს აგზავნის
აშშ თელ-ავივში აგზავნის ყველა სახის იარაღს, მათ შორის ფოსფორს და აკრძალულ ბომბებს კვიპროსის გავლით ან უშუალოდ რეგიონის ბაზებიდან, ღაზაში ჩაგრული ხალხის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები თითქოს ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის ღაზაში, თუმცა პრაქტიკაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. “ღაზაში ყოველდღიურად 25-დან 40-მდე სატვირთო მანქანა შედის, აქედან სამი მეოთხედი წყალია და ანკლავში არ შედის მედიკამენტები, საკვები და სხვა ძირითადი საჭიროებები”, - განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)