|
2023-11-15 19:41:19, 725 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა
საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. დაკავების ორდერი ასევე გაცემულია ბაშარ ასადის ძმის, მაჰერ ასადის და კიდევ ორი მაღალჩინოსნის მიმართ. როგორც მედიასაშუალება წერს, მათ ბრალად ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები სირიის ქალაქებში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. ეს სირიის პრეზიდენტის მიმართ გაცემული დაკავების პირველი საერთაშორისო ორდერია. ბაშარ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები სირიაში 2011 წელს დაიწყო. სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს, თუმცა გაერო-სა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სირიის მთავრობამ 2017 წელს გამოიყენა ზარინი, ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ქლორინი. "სასამართლო აღიარებს, რომ ქიმიური თავდასხმა არ შეიძლებოდა მომხდარიყო სირიის პრეზიდენტის ინფორმირების გარეშე, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, - განაცხადა სირიის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ცენტრის პრეზიდენტმა მაზენ დარვიშმა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)