|
2023-11-15 09:57:00, 673 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასი“ - ალ-შიფას საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმაში დამნაშავეები ისრაელი და აშშ არიან
ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმაში დამნაშავეები ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები არიან, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ავრცელებს. „ჰამასისი“ განცხადების თანახმად, აშშ-მა ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლის მხარდაჭერით „მწვანე შუქი აუნთო“. „გაეროს დუმილი, მრავალი ქვეყნისა და რეჟიმის ღალატი არ შეაფერხებს პალესტინელი ხალხის მიჯაჭვულობას თავის მიწაზე და ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, დაჯგუფება ისრაელის განცხადებას, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს „ჰამასი“, როგორც სამეთაურო ცენტრსა და საკონტოლო ბაზას, ისე იყენებს, ცრუ ნარატივს უწოდებს. ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)