17:48 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-12 18:21:03, 760 ნახვა

მსოფლიო
IDF - ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით თავდასხმის შედეგად, ისრაელში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით თავდასხმის შედეგად, ისრაელში 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც BBC-ის რუსულენოვანი ბიურო იტყობინება, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაშავებული ექვსივე პირი ქვეყნის ელექტრო კორპორაციის თანამშრომელია.

კომპანიის ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მათი თანამშრომლები დოვევის დასახლების მახლობლად, ლიბანის წინა დაბომბვის შედეგად დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებს არემონტებდნენ.

ამასთან, ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალების ცნობით, წუხელ ისრაელის საზღვართან ტყვიით დაიჭრა ერთი მშვიდობისმყოფელი. პირი, რომლის ვინაობაც უცნობია, სტაბილურ მდგომარეობაშია.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა ლიბანის თავდასხმას საპასუხო ცეცხლით უკვე უპასუხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics