17:48 - 07 Jul, 2026
|
2023-11-12 17:51:51, 977 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - ევროკავშირი ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან მოსკოვის გაძევებას ვერ შეძლებს
ევროკავშირი ვერ შეძლებს მოსკოვის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვი დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთი "ისტორიულად ამ რეგიონებში მდებარეობს და მათგან არსად გაქრება". საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა "ეს ძალიან კარგად იციან". „ეს არ ეხება მხოლოდ პუბლიკაციებს. იქ დასავლური სამყაროს ლიდერებიც კი თავს უფლებას აძლევენ, გააკეთონ საკმაოდ თავხედური განცხადებები. ევროკავშირი არ მალავს თავის განზრახვას, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოვა“,- თქვა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)