|
2023-11-12 12:58:42, 838 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის რამდენიმე ქალაქში „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა
ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელ-ავივსა და იერუსალიმში, "ჰამასის" მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტექტო აქციები გაიმართა. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს. გამოცემის ცნობით, თელ-ავივში აქციას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რიუვენ რივლინიც ესწრებოდა. "მივმართავ მსოფლიოს ყველა ლიდერს - იმოქმედეთ ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად",- თქვა ექსპრეზიდენტმა. როგორც CNN იტყობინება, მძევლების ოჯახის წევრებმა მოუწოდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მთავრობას, რომ მძევლების სახლებში დასაბრუნებლად მეტი გააკეთონ. ოჯახები ასევე სთხოვენ საერთაშორისო თანამეგობრობასა და წითელ ჯვარს, "ჰამასის" მიერ გატაცებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარება უზრუნველყონ. შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ გატაცებული 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)