|
2023-11-10 17:32:21, 718 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შესამცირებლად უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს
ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შესამცირებლად უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი პალესტინელი დაიღუპა და აშშ-ს სურს, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას. „ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა, ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირების განმავლობაში. გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი მათთვის და მაქსიმალურად გამოვიყენოთ დახმარება. ამ მიზნით, განვაგრძობთ ისრაელთან კონკრეტული ნაბიჯების განხილვას. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია მეტის გაკეთება პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ცნობისთვის, ისრაელ-„ჰამასის“ შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხარეს 12 300-ს გადააჭარბა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)