17:49 - 07 Jul, 2026
|
2023-11-10 17:23:49, 862 ნახვა
მსოფლიო
CNN - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება CNN ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დასავლეთ სანაპიროზე, საუდის არაბეთში და ისრაელში ჩავა. "ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა, დაიცვას თავი "ჰამასის" მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა",- განაცხადა ბერბოკმა. შეგახსენებთ, ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც "ჰამასსა" და ისრაელს შორის დაპირისპირება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)