|
2023-11-10 09:23:06, 842 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ღაზაში ჰუმანიტარული პაუზები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია
ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, ისრაელის გადაწყვეტილებას, განახორციელოს პაუზები საბრძოლო მოქმედებებში, მას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. "კვირების განმავლობაში, ისრაელის ლიდერებს საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე ვესაუბრები, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადავიდეს, ხელი შეეწყოს მძევლების გათავისუფლებას და ღაზას სექტორში საკვების, წყლისა და მედიკამენტების ნაკადი გაიზარდოს. ჰუმანიტარული პაუზების გადაწყვეტილება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია",- წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ, 10 ნოემბერს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში, ყოველდღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს იწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)