|
2023-11-09 21:47:02, 903 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ისრაელი დღეიდან ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ყოველ დღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს იწყებს
ისრაელი დღეიდან ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ყოველ დღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს იწყებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მედიასაშუალება BBC ავრცელებს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას საშიში რაიონების დატოვების საშუალება მიეცეს. `ისრაელურმა მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება”, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვია. რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 1 400-ია, 200-ზე მეტი კი, "ჰამასმა" მძევლად აიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)