23:38 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 14:17:25, 831 ნახვა

პოლიტიკა
კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლმენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ იგი  მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს.

მისივე თქმით, 2023 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ჩატარებული 32 სხდომიდან დავით სერგეენკო არ დაესწრო 25 სხდომას, აქედან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, სერგეენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.

კომიტეტის წევრებმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას მხარი დაუჭირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics