|
2023-07-14 13:26:35, 650 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს ურთულეს ვითარებაში
ჩვენ მივყვებით ჩვენ პოლიტიკას. ყველა მხრიდან გვაქვს უამრავი სირთულე, ეს ასეა, მაგრამ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და მივყვებით თავიდან ბოლომდე ამ პოლიტიკას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, საქართველოს ხელისუფლება ახერხებს ამ გამოწვევებთან სათანადოდ გამკლავებას. „ჩვენ მივყვებით ჩვენ პოლიტიკას. ყველა მხრიდან გვაქვს უამრავი სირთულე, ეს ასეა, მაგრამ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და მივყვებით თავიდან ბოლომდე ამ პოლიტიკას და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენს გარშემო. რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული გამოწვევები არის, თუმცა, ჩვენ ვახერხებთ ამ გამოწვევებთან სათანადოდ გამკლავებას. დღემდე ასეა და ასე იქნება მომავალშიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)