|
2023-07-14 12:45:57, 1759 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს
უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. აღნიშნულ პროექტს ხელს ათობით დეპუტატი აწერს, რომელთა შორისაა პარტია ''ხალხის მსახურის'' ლიდერი დავით არახამიაც. "ინიციატივის მიზანია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. რადა ასევე სთხოვს სალომე ზურაბიშვილს, რომ რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს სააკაშვილთან დაშვების საშუალება ჰქონდეს",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში. შეგახსენებთ, რომ მანამდე, 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)