|
2023-07-13 17:46:18, 847 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სტრასბურგში გვარამიას მასპინძლები საქართველოს მეგობრები არ არიან
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების მიზანი, რომლებსაც "მთავარი არხის" დამფუძნებლი ნიკა გვარამია სტრასბურგში ხვდება, საქართველოს ხელისუფლების ცვლილებაა. კალაძის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია. „როდესაც პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ვთქვი, რომ ეს პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. სადაც ბატონი გვარამია მიიწვიეს, იმ ვიზიტის მასპინძლები რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოზე კარგად გვახსოვს, ასევე, სტატუსის მიღებაზე. ისინი სტატუსის საპირწონედ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებდნენ“, - განაცხადა კალაძემ. კალაძის თქმითვე, კონკრეტული ევროპარლამენტარების რადიკალური ქმედებები მარცხისთვის იქნება განწირული. „ყველაფერი ნათელია. ამ ადამიანებს სხვა მიზანი აქვთ. ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები. მათი მიზანია საქართველოს ხელისუფლების ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა ეს როგორი გზით მიიღწევა. მათთვის არადემოკრატიული ქმედებებიც მისაღებია. მინდა, მათ იმედი გავუცრუო, არაფერი გამოუვათ. მათი რადიკალიზმი მარცხისთვისაა განწირულია“, - დასძინა კალაძემ. ცნობისთვის, "მთავარი არხის" დაფუძნებელი ნიკა გვარამია სტრასბურგში იმყოფებოდა და ევროდეპუტატებს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ, გუშინ, 12 ივლისს გვარამიამ და ევროპარლამენტარებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)