|
2023-07-13 13:32:21, 930 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი სააკაშვილზე - როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება
როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება,- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მაჭარაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ვივამედმა" - კლინიკამ, სადაც ექსპრეზიდენტი მკურნალობს, უნდა თქვას, რომ სააკაშვილს მკურალობა აღარ სჭირდება, რის შემდეგაც მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. "სამკურნალოდ არ სჭირდება ამ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] გადაყვანა. ამბობს, რომ მე ვარ პოლიტიკაში - არა მხოლოდ ქართულშიო, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშიო. როგორც ჩანს, მკურნალობა აღარ სჭირდება. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კლინიკა "ვივამედმა" თქვას, რომ აღარ სჭირდება მკურნალობა და გადავიდეს ციხეში. პატიმარი სააკაშვილი არც კვდება და არც აწამებენ. თუ პოლონელი ექიმები დაარწმუნებენ სააკაშვილს, რომ ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ პოლიტიკაში აღარ იყოს, ამ შემთხვევაში შეიძლება მადლიერებიც დავრჩეთ",- ამბობს მაჭარაშვილი. ცნობისთვის, გუშინ, 12 ივლისს პოლონელი მედიკოსები კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)