|
2023-07-05 19:57:21, 916 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი გვარამიაზე - მისი პატიმრობით მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება დაზარალდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ნიკა გვარამიას პატიმრობით ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება დაზარალდა და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული სიტუაცია მისი თავისუფლების შემდეგ გამოსწორდება. "ძალიან გამიხარდა გუშინ ნიკა გვარამიას ნახვა. ძალიან კარგ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ფორმაშია. მშვენივრად ახსნა ოლიგარქის ტყუილი, რომ თურმე სტრასბურგს უთქვამს, რომ მე ჯანმრთელი ვარ და რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი მომხდარა. საერთოდ მისი პატიმრობით დაზარალდა არამხოლოდ ჩემი სამართლებრივი დაცვა, არამედ ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება. იმედია ყველაფერი ანაზღაურდება. დიდი მადლობა ყველას ვინც გუშინ მოვიდა ვივამედთან. მე მაძლიერებს თქვენი თანადგომა, გვახსოვდეს, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს უმრავლესობა საქართველოში და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის გამოკლებით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)