|
2023-07-05 14:10:05, 746 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - გონჩარენკო კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც უკრაინა არ დაუტოვებია მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა
გონჩარენკო კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა არცერთი დღით არ დაუტოვებია, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თალაკვაძე არამეგობრულს უწოდებს უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს განცხადებას და აღნიშნავს, რომ "როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლების და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული". „როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლების და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული, რაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, ეს განცხადება არამეგობრულია. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხი ამას ხედავს. როგორც ჩანს გონჩარენკო კარგად ვერ ხედავს ამ ყველაფერს. ის ასე კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა არ დაუტოვებია არც ერთი დღით, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა და იყო იმ გამონაკლის ელჩებს შორის, ვინც ბოლომდე, ომის დღემდე, ომის მიმდინარეობის განმავლობაში რჩებოდა კიევში და უკრაინაში. ამიტომ, ეს განცხადება ნამდვილად არ არის სამართლიანი და მეგობრული ისეთი ელჩის მიმართ, როგორიც საქართველოს ელჩია, რომელმაც მართლაც აჩვენა უკრაინის თავდადება და მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, გუშინ, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. გუშინ, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება, მაშინ საქართველოს ელჩს უკრაინაში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)