|
2023-06-30 17:54:00, 1113 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არ მაინტერესებს არავის თმის ფერი და ორიენტაცია - ვინც ხელს აღმართავს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი
არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვაა. „არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ეს დაიმახსოვრეთ ყველამ. გამოვიდა პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა კაცი, ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს, ვინ არის. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო და მსგავს რამეს არავის ვაპატიებთ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანენ და ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს. აქ რამდენჯერმე გამოვიდნენ სხვები და თქვეს, რომ სატანისტები ეძახე ახალგაზრდებსო. ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რამ და ამაზე პასუხისმგებელი ვარ. დავაკვირდით და ვნახეთ, რომ გაურკვეველი ფორმები ეცვათ და ჩვენვე დავინტერესდით ვინ იყვნენ ეს ადამიანები, თურმე არსებობს ე.წ. სექტები და ტვინარეული, გზააბნეული ერის შვილები დავარქვათ ასე მაინცდამაინც მარტივად რომ გითხრათ. ეს ახალგაზრდაც შეიძლება ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. ეს ჯგუფიც დიდი ალბათობით არიან შეცდენილები - გამოიყენეს და ჩარჩნენ ციხეში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)