|
2023-06-30 17:12:33, 1129 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“
ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, იტოვებს უფლებას ოპოციზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხოს. „მე შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს. სამწუხაროა და ძალიან საწყენია ის, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს, შეიძლება ასე ითქვას, წარმომადგენელი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მე მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება იმისთვის, რომ არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კასპში მისი მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს. აღნიშნულის შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღარ აპირებდნენ პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენას და პარტია კასპში მიემართებოდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)