15:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 15:35:11, 748 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ფრენის უფლებას უკრაინის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია Ираэро ითხოვს

საქართველოში ფრენის უფლებას უკრაინის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია Ираэро ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსულ კომპანიას ფრენა მოსკოვიდან საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში სურს. ფრენების მოთხოვნით ავიაკომპანიამ განაცხადი უკვე შეიტანა.

გამოცემის ცნობითვე, 19 მაისს ტრანსპორტის სააგენტოში შეხვედრა გაიმართება და გადაწყდება, შეძლებს თუ არა ავიაკომპანიას საქართველოში ოპერირებას. 

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზეც გასცეს. ნებართვა გუშინ, 15 მაისს გაიცა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. 

„აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Georgian Airways 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics