|
2022-08-02 13:39:58, 749 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, ვარკეთილის მესამე მასივში ჩანაცვლდება
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, ვარკეთილის მესამე მასივში ჩანაცვლდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კააძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი უკვე შედგენილია. „სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა", - განაცხადა კალაძემ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა, აღნიშნული საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)