|
2022-08-01 17:46:06, 1121 ნახვა
საზოგადოება
ხოშტარია - უკრაინელი დევნილების დასახმარებლად უამრავმა ადამიანმა საკუთარი ბინა დათმო
პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინელების უზრუნველსაყოფად შექმნილი სახელმწიფო პროგრამის დასრულების შემდეგ, დევნილებს მოქალაქეები აქტიურად ეხმარებიან. მისივე თქმით, ხალხის წყალობით არცერთი უკრაინელი არ დარჩება უსახლკაროდ. "უამრავი ადამიანი გვეხმიანება, თმობენ ბინებს, მოდიან მანქანებით, რიცხავენ ფულს. ეს გამოცდაც ჩაბარებულია, არცერთი უკრაინელი არ დარჩება გარეთ ხალხის წყალობით ირიცხება 3 ლარი, 5, 10 და 1000 იც. თელავიდან დარეკა ქალბატონმა ნათელამ, მზესუმზირას ყიდის და 50 ლარი მოვაგროვე უნდა დავდოო, ქართველი დევნილები თავაზობენ საკუთარ ფართს, ქალბატონმა დარეკა ტურისტებზე ვაქირავებდიო, მაგრამ ეხლა უკრაინელებს დავუთმობო (ლუკმა პურია მისი). აჭარა სრულად დაბინავებულია თბილისში 200 მდე უკვე დავაბინავეთ კიდევ ვაგრძელებთ.
#GE12BG0000000533362563GEL აიიპ დროა ცნობისთვის, თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა. პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მოუწოდა საზოგადოებს, ბიზნესს და ყველას, ვისაც დახმარების საშუალება აქვს, რომ საქართველოში მყოფ უკრაინელ დევნილებს დაეხმარონ და ქუჩაში არ დატოვონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)