|
2022-08-01 17:02:14, 1038 ნახვა
საზოგადოება
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია
მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის პროცესში ჩართულია 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 16.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.4 ათასი ტონით (24%), ხოლო ღირებულება - 1.3 მლნ აშშ დოლარით (6%) შემცირდა. კლება განაპირობა, უამინდობის გამო, მოსავლის აღების პროცესის ორი კვირის დაგვიანებით დაწყებამ. ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)