|
2022-07-20 15:19:12, 1423 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში პირველად ჩატარდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში პირველად ჩატარდება. 21 ივლისს, 19:00 საათზე, ღონისძიების ფარგლებში საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას ამჯერად ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები გაუზიარებენ. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: Pocket Studio-ის დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და დიზაინერი ანა მიმინოშვილი და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა. ისინი აუდიტორიას საკუთარი პროფესიული მარცხების შესახებ გაუზიარებენ და შეეცდებიან, ამ ამბებით სხვა ქალების მოტივატორებადაც იქცნენ. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3OmuM2a ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3OhhILx Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომლის ფარგლებშიც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია. ღონისძიება Startup Büro-ს მიერ, Impact Hub Tbilisi-თან პარტნიორობით და საქართველოს ბანკის ბიზნესის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი - ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და ნოქსტონი. მეტავერს პარტნიორები კი არიან Arrival და MetaViu.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)