|
2022-07-19 12:37:45, 597 ნახვა
საზოგადოება
სპეციალიზებული პროკურორებისთვის დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სახელმძღვანელო შემუშავდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორებისთვის ტრენინგი ჩატარდა და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპის საბჭოს ექსპერტის ლევან მესხორაძის მიერ სპეციალიზებული პროკურორებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელოში - „შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პრინციპები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნებით წარმოებულ საქმეებზე არსებული ტენდენციებია მიმოხილული. „სპეციალიზებული პროკურორებისთვის შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების თემაზე გამართულ ტრენინგზე, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სპეციალიზებულ პროკურორებს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები გააცნეს და სისხლის სამართლის საქმეებში მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკა მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გენდერული დისკრიმინაციის მოტივის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის, ეროვნების, რელიგიის, შშმ და სხვა ნიშნების სპეციფიკას და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების პრაქტიკაში იმპლემენტაციას დაეთმო. პროკურორთა გადამზადების მიზანია, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდა, დაზარალებულთა ეფექტიანი დაცვა და მხარდაჭერა. საქართველოს პროკურატურისთვის შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით ღონისძიებების განხორციელება კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)