06:24 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 16:21:24, 909 ნახვა

საზოგადოება
15 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, თამარ მეფის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება

თამარ მეფის გამზირზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები ძირითადად, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების განმავლობაში, არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდება.

ამასთან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics