|
2022-07-14 11:48:01, 685 ნახვა
საზოგადოება
მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორმა ციხე საპროცესო შეთანხმებით დატოვა
მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთმა, კახა ბაკაშვილმა, პენინტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად დატოვა. მისი ადვოკატი, ლაშა სტურუა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განმარტავს, რომ ბაკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 თვით მიესაჯა, პირობით და გამოსაცდელ ვადად 1 წელი დაუდგინდა. "აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მისი პიროვნების, მისი პოლიციაში 23-წლიანი უმწიკვლო მუშაობის გათვალისწინებით, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რაც დაამტკიცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა", - თქვა სტურუამ. შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი სცემს მეტროში არასრუწლოვან, შშმ პირს. აღნიშნულ საქმეზე 25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)