|
2022-07-14 10:28:23, 788 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და UNICEF-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას (UNICEF) შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, ბავშვებსა და ზრდასრულებზე ტყვიის ზემოქმედების პრევენციის მიზნით, სუნელებში ტყვიის შემცველობაზე კვლევების ერთობლივად ჩატარებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა მოაწერეს. „ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მემორანდუმის მიზანია განვახორციელოთ პროგრამა, რომელიც აღნიშნული საკითხების შესწავლას უზრუნველყოფს. ამავე დროს, საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბავშვთა უვნებელი კვების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ტყვიის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესწავლა მნიშვნელოვანი საკითხია. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეეცდებიან, შესაბამისი კვლევების განხორციელებით, ქვეყანაში ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა აღმოფხვრან. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაეროს ბავშვთა ფონდი მხარდაჭერით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებული საკითხი უნდა მოწესრიგდეს და პარამეტრები დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვდეს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)