|
2022-07-13 17:23:48, 822 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი - ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო დარგობრივი თანამშრომლობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
რატი ბრეგაძე ჩეხეთში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბერძენ კოლეგასაც შეხვდა. რატი ბრეგაძემ კოსტას ციარისთან საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მხარეებმა ურთიერთობის გაგრძელების შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბერძენ კოლეგას საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. „დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმი შექმნის შესანიშნავ პლატფორმას ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისათვის და გახსნის კარებს ახალი ინიციატივებისთვის", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. 2021 წელს სტრატეგიის ამოქმედებიდან დღემდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, ინდონეზიის იუსტიციის სამინისტროებთან.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)