07:28 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 10:44:33, 839 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და პაველ ბლაჟეკის შეხვედრა პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციებიც მონაწილეობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტერიალი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს. ღონისძიებაზე რატი ბრეგაძე ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქართველოს მიღწევებისა და პერსპექტივების შესახებ სიტყვით გამოვა.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩეხ კოლეგას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს. ამ მიზნით რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა ორ ქვეყანას შორის ექსპერტების გაცვლის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს, მათ შორის, ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული სერვისები; ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და თანამშრომლების გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი.

დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები გერმანიისა და საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics