|
2022-07-08 13:31:17, 747 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 135-ე სესიაზე, განხილულ იქნა "სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ" საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში. “ საქართველოს დელეგაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. ქართულმა მხარემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განხილვისას ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმული იმ ქმედითი ნაბიჯების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და განმტკიცებას. განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე უპასუხა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების შეკითხვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევა 2022 წლის პრაიდ კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შედეგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)