|
2022-07-06 14:18:44, 980 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო
მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილში აღდგენილია. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, გზის სავალი ნაწილი გავყავით და ერთ მხარეს გადაადგილების შესაძლებლობა დავტოვეთ. მეორე მხარეს, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, ყველაფერი მოწესრიგდა. ქვედა ფენებში უკვე დაგებულია ასფალტის საფარი, შეიცვალა ფილები და მოაჯირები მთლიანად რეაბილიტირდა. ასევე, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომ წვიმის დროს ხიდზე პრობლემა არ არსებობდეს. ამ ეტაპზე, მოძრაობა გადაერთო გზის მეორე მხარეს. ეს სივრცეც მოწესრიგდება და პროექტი სექტემბერში მთლიანად დასრულდება. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, ხიდის ფასადი, იქნება რეაბილიტირებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის ქვევით, საიზოლაციო დამცავი ფენები ეწყობა. ასევე, ასფალტბეტონის საფარი დაიგება, ტროტუარი განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. გარდა ამისა, გამაგრდება ფასადები და თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება. მეორე ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს შეიზღუდება. დედაქალაქის მერთან ერთად, სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, კრწანისის და ისნის რაიონების გამგებლები - ბექა მიქაუტაძე და ნიკოლოზ ელისაშვილი, ასევე, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე გაეცნენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)